ვებ-გვერდის მნიშვნელობა ინტერნეტ-მარკეტინგის სტრატეგიულ დაგეგმვაში

ინტერნეტ-მარკეტინგი გულისხმობს კომპანიის მარკეტინგული პოლიტიკის განხორციელებას ქსელის საშუალებით. ასეთ საშუალებას კი წარმოადგენს კომპანიის ვებ საიტი.

საიტების მფლობელები ინტერნეტ-მარკეტინგს განიხილავენ, როგორც ღონისძი- ებათა კომპლექსს, რომელიც მიმართულია საიტის დამთვალიერებელთა მოზიდვაზე, ინტერნეტის მეშვეობით სარგებლის მიღებაზე, ქსელში სარეკლამო კომპანიის განხორციელებაზე, საიტის შექმნასა და პოზიციონირებაზე. იგი შეიძლება დახასიათდეს, როგორც მრავალფუნქციური სფერო და მეთოდების ერთობლიობა ინტერნეტში განთავსებული ინფორმაციული რესურსებისა და ბაზარზე საიტის წინსვლის საქმეში.

საიტი ვიზუალურად წარმოადგენს კომპანიის სახეს. ამიტომ იგი უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტური, ადვილას აღსაქმელი, ინტერაქტიული, მარკეტინგული სტრატეგიის მქონე და კომპანიასთან ინტეგრირებული. დიზაინი უნდა იყოს ხელსაყ- რელი და გასაგები, ნავიგაცია უნდა იძლეოდეს სწრაფი ორიენტირების შესაძლებლ- ობას, შეიცავდეს საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას.

საიტის სტრუქტურის შერჩევა კონკრეტულ ინტერნეტ პროექტში დამოკიდებულია სხვადასხვა კრიტერიუმზე, რომელთაგან აღსანიშნავია კომპანიის სტრატეგია, მიზნისა და ამოცანების რეალიზაცია, ფინანსური შესაძლებლობები და სხვ.

თითოეული კომპანია, რომელიც შეიმუშავებს თავის ინტერნეტ-წარმომადგენლობას, სხვადასხვა მიზანს ისახავს. მისგან გამომდინარეობს ამოცანები, რომლებიც უნდა გადაწყვიტოს საიტმა ვებ-წარმომადგენლობის მეშვეობით. კომპანიის საიტის ძირითადი ამოცანებია:

  • ბაზარზე კომპანიის დადებითი იმიჯის ფორმირება;
  • შიდა და გარე კომუნიკაცია;
  • PR, რეკლამა და კომუნიკაცია კლიენტებთან;
  • საკუთარი საქონლის და მომსახურების წარდგენა, ვაჭრობის განხო-
    რციელება;
  • კლიენტებისა და პარტნიორების დახმარება, კონსულტაცია, სერვისი;
  • ინფორმაციის შეკრება კლიენტებზე;
  • ბაზრის მოცვა და სხვა.

საიტის ეფექტურობას განაპირობებს შემდეგი ელემენტები:

  • კონტექსტი – საიტის გეგმა, შედგენა და დიზაინი;
  • კონტენტი – საიტის ტექსტი, გრაფიკა, ხმა და ვიდეო;
  • საზოგადოება – საიტის შესაძლებლობა, უზრუნველყოს მომხმარებელთან
    ურთიერთობა;
  • მყიდველზე მორგება – სხვადასხვა მომხმარებლების საჭიროებებზე საიტის
    შექმნის შესაძლებლობა;
  • კომუნიკაცია – საიტსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობის მეთოდები;
  • კონტაქტი – საიტის კავშირი სხვა საიტებთან;
  • კომერცია- საიტზე სავაჭრო ოპერაციის და გარიგების განხორციელების
    შესაძლებლობა.

არსებობს საიტის საბაზრო ფუნქციების სამი ჯგუფი:

  • ბიზნეს ფუნქციების ჯგუფი, რომელიც დაკავშირებულია კომპანიის
    საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო მატერიალური და
    ინფორმაციული ნაკადების მოძრაობასთან;
  • კომუნიკაციური ფუნქციების ჯგუფი, რომელიც ითვალისწინებს კომპანიასა და
    გარემოს მიზნობრივ ჯგუფებს შორის, აგრეთვე კომპანიის შიდა გარემოს
    ჯგუფებში ინფორმაციის გაცვლას;
  • სერვისული ფუნქციების ჯგუფი, რომელიც გულისხმობს მიზნობრივი
    ჯგუფების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და საიტზე ყოფნის
    უზრუნველყოფას.

პორტალი არის სპეციფიკური აუდიტორიისათვის განკუთვნილი ვებ საიტი, რომელიც აერთიანებს ინფორმაციის შევსების უზრუნველყოფას და აუდიტორიისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, აგრეთვე კოლექტიურ მომსახურებას, მომსახურებასთან დაშვებას და მოხმარებას.

პორტალის განვითარებას ხელს უწყობს ბაზრის მოცულობის ზრდა, კონსოლიდაცია, ვერტიკალურ გადაწყვეტილებებზე ორიენტაცია, უსაფრთხოება და გადაწყვეტილებების სტანდარტიზაცია, პორტალების სტანდარტული ურთიერ- თქმედება, უმავთულო, მობილური დაშვების შესაძლებლობების გაფართოება, ელექტრონული ბიზნეს-პლატფორმის განვითარება და სხვა ფაქტორები.
გამოიყოფა პორტალის სამი ტიპი:

  • ჰორიზონტალური პორტალი ახდენს ინფორმაციის ინტეგრირებას და აგრეგირებას ყველა წყაროდან. ვებ-კონტენტი, დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტა, ცალკეული განყოფილებების დანართები და სხვ. ამ პორტალმა თავისი განვითარება ჰპოვა საძიებო სისტემით, რომელშიც კლიენტების მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით შეიტანეს თემატური განყოფილება, შემდეგ – დამატებითი აქტუალური ინფორმაცია, მერე მიუმატეს საიტების მართვის საშუალებები და დამატებითი სერვისები, როგორიცაა Google, Yahoo, America online და ა.შ. მსგავსი პორტალები გათვალისწინებულია მსოფლიო ინტერნეტ – საზოგადოებისათვის და არა სპეციფიკური ჯგუფებისათვის. ფაქტიურად, ეს არის უნივერსალური პორტალი, რომელიც მოიცავს ყველა თემატიკას და მაქსიმალურად ფართო აუდიტორიისათვის გათვლილი სერვისის ნაკრებს.
  • ვერტიკალური პორტალი. იგი ემსახურება ვიწროდ სპეციალიზებულ საზოგადოებებს ან ბაზრებს. ასეთი პორტალი იქმნება თითოეული აუდიტორიისთვის და განკუთვნილია სპეციფიკური საბაზრო სეგმენტებისათვის. იგი განიხილება როგორც ვიწრო თემატური მიმართულების პორტალი, რომელიც ქსელის მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა სერვისს გარკვეული ინტერესების მიხედვით და ორიენტირებულია ადამიანთა საქმიანობის ყველა სახეობაზე.
  • B2B-პორტალი. ესაა ელექტრონულ ბაზარზე ურთიერთქმედებისა და საქმიანი ოპერაციების განხორციელების საშუალება. ასეთი პორტალები თავიანთ კლიენტებს წარუდგენენ ელექტრონული ბიზნესის მრავალ მექანიზმს (მაგალითად, შესყიდვებს, აუქციონების ჩატარებას, საბირჟო საქმიანობას). მისი დანიშნულებაა კორპორაციულ კლიენტებთან, მიმწოდებლებთან, პარტნიორებთან და ბაზრის სხვა სუბიექტებთან საქმიანობა.

ეფექტური პორტალის შექმნისათვის საჭიროა გატარდეს შემდეგი ღონისძიებები: ბიზნეს-პროცესების კვლევა, პორტალის მიზნებისა და ამოცანების დაკონკრეტება, კომპანიის კორპორაციული პორტალის კონცეფციისა და მისი ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება, კონტენტისა და სერვისის ნაკრების განსაზღვრა, კორპორაციული პორტალის განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბება, ანალიტიკური ანგარიშისა და პორტალის საპროექტო დოკუმენტაციის შექმნა, ბიზნეს პროცესების შემუშავება, ფორმალიზაცია და ოპტიმიზაცია, პორტალის მართვისა და ორგანიზაციულ-ტექნიკური სისტემის შემუშავება. ასევე აუცილებელია არსებობდეს ეფექტური ადმინისტრაციული სისტემა, რომელიც პორტალის ადმინისტრატორს საშუალებას მისცემს დამოუკიდებლად ცვალოს პორტალის სტურქურა, კონტენტი, განაახლოს ინფორმაცია რეალურ დროში და ა.შ. საჭიროა აგრეთვე დიზაინის შემუშავება, ინფორმაციული გაჯერება, კორპორაციული პორტალის გაშვება და ექსპლუატაცია.

ფუნქციების მიხედვით საიტები არის ორი ჯგუფის: ნავიგაციური საიტები (საძიებელი სერვერები, კატალოგები, თემატური საიტები) და საბოლოო საიტები (საინფორმაციო საიტები, სავაჭრო სისტემები, კორპორაციული წარმომადგენლობა).