ინტერნეტ-მარკეტინგი და მისი პერსპექტივები საქართველოში

სწორი სტრატეგიის განსაზღვრა მარკეტინგული საქმიანობის საფუძველია. წარმატებული ონლაინ მარკეტინგული სტრატეგია კომპანიისთვის სასურველი შედეგისმომტანია. მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვისას გასათვალისწინებელია ინტერნეტის, როგორც საოცრად ეფექტური საშუალების განსაუთრებული როლი. ეჭვგარეშეა, რომ ამგლობალურ ხანაში ყველაფერი ეფუძნება და უავშირდება ტექნოლოგიებს, ინტერნეტ ტექნოლოგიამ კი გადამწყვეტი როლი ითამაშა ელექტრონული ბაზრების გაზრდასა და მართვაში. ინტერნეტ ტექნოლოგიებმა შეძლეს მილიონობით კლიენტისა და მყიდველის მოზიდვა, რაზეც გავლენა ინტერნეტ მარკეტინგმა იქონია.

სოციალური მედია საქართველოში ნელი ტემპით და განსხვავებული ფორმით ვითარდებოდა. მისი ისტორია 90-იან წლებში არსებული სხვადასხვა „ჩატებით“ იწყება, რომელიც კომპანიებისთვის დახურულ სივრცეს წარმოადგენდა. მოგვანებით გაჩნდა ფორუმები, სადაც მომხმარებელს მიეცა შესაძლებლობა, გამოეხატა მოსაზრება არა მხოლოდ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ, სოციალურ თუ პოლიტიკურ პროცესებზე, არამედ სხვადასხვა კომპანიების მიერ შეთავაზებულ მომსახურებასა და პროდუქტზე. აღნიშნული პლატფორმა კომუნიკაციის ეფექტურ საშუალებად იქცა და გახდა სოციალური ქსელების ერთგვარი წინამორბედი. სოციალური მედიის ქართველ მომხმარებელთა რიცხვი ინტერნეტ მომხმარებელთა რიცხვის პარალელურად თანდათანობით იზრდებოდა.

დღესდღეობით, როდესაც საკომუნიაციო კომპანიებმა ტელეეთერის მოქნილი ფორმატი შესთავაზეს მომხმარებელს, სატელევიზიო რეკლამა ნაკლებად ყურებადი ხდება. ყოველივე ეს ართულებს ბრენდის პოზიციონირებას ტელევიზიის საშუალებით და ახალ შესაძლებლობებს აძლევს სოციალურ მედიას. კომპანიები იმყოფებიან იმ ეტაპზე, როდესაც უნდა განსაზღვრონ, რომელი არხი აირჩიონ სამომავლოდ ინტერგირებული მარკეტინგული კომუნიკაციის ერთ-ერთ მთავარ ელემენტად. სოციალურ მედიაარხებს შორის არჩევანის გაკეთება არ არის მარტივი. იმისთვის, რომ კომპანიების მიერ გაკეთებული არჩევანი სწორი იყოს, საჭიროა არა მხოლოდ არხების ჩამონათვალისა თუ სახეობების ცოდნა, არამედ მათი დადებითი და უარყოფითი მხარეების სიღრმისეული ანალიზი.
ბოლო დროისათვის განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს სოციალური მედიასივრცის გამოყენება პროდუქტისა და სერვისის სტიმულირებისათვის. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევები და Facebook გვერდის „მოწონებები“ გვიჩვენებს, რომ Facebook გახლავთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი. ქართული კომპანიების რეიტინგები სოციალურ მედიაში კი შემდეგნაირად გამოიყურება: პირველ ადგილზე ლიდერობს თიბისი ბანკი, შემდეგ ადგილზეა საქართველოს ბანკი, ხოლო შემდგომ ალტა, თიბისი სმარტ კლუბი და ალდაგი.

საქართველოში ინტერნეტ მარკეტინგის განვითარების თავისებურებებთან და პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების სრულყოფის მიზნით პირველ რიგში საჭიროა დადგინდეს თანაფარდობა მოსახლეობის რაოდენობასა და ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობას შორის.

ინტერნეტ მომხმარებელთა პროცენტული რაოდენობის, მათ მიერ ინფორმ- აციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების და ინტერნეტ მომხმარებელთა ასაკობრივი ჯგუფის დადგენის მიზნით ჩვენს მიერ ჩატარებული იქნა მარკეტინგული კვლევა, რომელში მონაწილე რესპოდენტთა საერთო რაოდენობაში იყო ქალი – 85,2 % და მამაკაცი – 14,8%. კვლევაში მონაწილეობდა 18 – 60 წლამდე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობა. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ინტერნეტის აქტიური მომხმარებლები შედგება 19-დან 40 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისგან, საიდანაც ყველაზე მაღალი აქტივობა იკვეთება 18-30 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში.

ინტერნეტ მომხმარებელთა დიდი ნაწილი, ძირითადად, ხელფასის მქონე დასაქმებული პირები არიან. უთანასწორობის შემცირებისათვის საჭიროა სახელმწიფო ძალისხმევა კომპიუტერიზაციისა და ინტერნეტიზაციის პოპულარიზაციისათვის, უფასო სასწავლო ჯგუფების შექმნა, აგრეთვე კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომელთა მომზადებისა და გადამზადების სპეციალურიპროგრამების გატარება, რაც საბოლოო ჯამში ისევ სახელმწიფოსთვის იქნება მომგებიანი. წარმოების ინტერნეტიზაცია მომხმარებელთა ინტერნეტიზაციის გარეშე, ცალმხრივად ვერ განვითარდება.

ქართველი ინტერნეტ მომხმარებლების ინტერესთა სფეროების გაანალიზე- ბისთვის ჩატარებული კვლევის შედეგებიდან გამომდინარე გამოიკვეთა, რომ ძირითადად, ინტერნეტით კომუნიკაციებისთვის სარგებლობენ, განსაკუთრებით ელ- ფოსტას იყენებენ, რადგან ეს არის ეკონომიური, ეფექტური და თანამედროვე საშუალება, მეორე ადგილზეა ინფორმაციის ძიება, შემდეგ „ჩათი“, გართობა და ა.შ. მეოთხე ადგილზეა ფილმების ნახვა, შემდგომ მოდის შოპინგი, გადასახადების გადახდა, წიგნები და ა.შ.

ინტერნეტ მარკეტინგის ძალიან წარმატებული მეთოდია მარკეტინგი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რაც ნიშნავს პროდუქტის ან სერვისის რეკლამირებას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: კომპანია უგზავნის უკვე არსებულ და პოტენციურ კლიენტებს შეთავაზებებს ელ-ფოსტაზე და ამგვარად ამყარებს ურთიერთობას მათთან; მოკლე დროში მინიმალური დანახარჯით ერთდროულად უამრავ ადამიანს აწვდის ინფორმაციას კომპანიის პროდუქტისა და მომსახურების შესახებ; იგი დღეისთის ითვლება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მარკეტინგული პროგრამა, რომელსაც სწრაფად მოაქვს სასურველი შედეგი. ქართული კომპანიების ვებგვერდები უმეტესწილად შეიცავენ ინფორმაციას მათ შესახებ. ცოტაა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც ფართოდ იყენებენ ინტერნეტის შესაძლებლობებს პროდუქციის გაყიდვის ან მომსახურების სფეროში.

ელ-ფოსტით კომუნიკაცია ინტერნეტ კომუნიკაციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ქართულ კომპანიებს მისი გამოყენება შეუძლიათ პიარ (PR) ღონისძიებებისას რეკლამის დასაგზავნად პოტენციური მომხმარებლებისა და პარტნიორების მოძიებისთვის. ელ-ფოსტა კომპანიებს საშუალებას აძლევს აწარმოოს მომხმარებელთა სეგმენტაცია. ის გამოიყენება საქმიანი მიმოწერების მიზნითაც და ინფორმაციის გადაცემის უმსხვილესი საშუალებაა.

კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ ინტერნეტ გაყიდვებს უნდა ფლობდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სიხშირით ახორციელებს მომხმარებელი ონლაინ შესყიდვებს, რატომ ურჩევნია იყიდოს ინტერნეტით და ენდობა თუ ვერ ენდობა მას მომხმარებელი. ამ ინფორმაციის გაანალიზება განაპირობებს უფრო სწორი სტრატეგიის შემუშავებას. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ქართველი ინტერნეტ მომხარებლების 51,9% თვლის, რომ ინტერნეტით შოპინგის ერთ-ერთი მიზეზი არის დროის დაზოგვის სურვილი, 40,7% კი თვლის, რომ ინტერნეტით შოპინგის ერთ-ერთი მიზეზი არის მოხერხებულობა, 7,4% კი ეთანხმება ფაქტს, რომ ინტერნეტით შოპინგის ერთ-ერთი მიზეზი არის თანხების დაზოგვა.

ქართული ინტერნეტ კომპანიები უნდა შეეცადონ ნდობის მოპოვებას, შესთავაზონ ფასდაკლებები, ფასები იყოს მეტად მომხიბვლელი, რათა იგრძნოს მომხმარებელმა უპირატესობები, რასაც ონლაინ სთავაზობენ. მომხმარებლები მხოლოდ ფოტოს საშუალებით ხედავენ პროდუქციას და დიდი შანსია შენაძენი არ აღმოჩნდეს ისეთი, როგორიც მან აღიქვა, ამიტომ საიტის, პროდუქტის აღქმის გაუმჯობესება ერთ- ერთიუმნიშვნელოვანესი საკითხია კომპანიისთვის. მნიშვნელოვანია ასევე, ინტერნეტით მოვაჭრე კომპანიებმა შეისწავლონ ინტერნეტ მომხმარებელთა კმაყოფილების დონე და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევებიდან ირკვევა, რომ ქართველ ინტერნეტ მომხარებელთა 69,2% მეტ-ნაკლებად კმაყოფილია ქართულ საიტებზე ვაჭრობის შედეგად, 15.4% ძალიან კმაყოფილია, ხოლო 15,4% უკმაყოფილო.

ინტერნეტ მომხმარებელთა კმაყოფილების დონე ქართულ საიტებზე შეძენილი პროდუქტით ინტერნეტ მარკეტინგული კომუნიკაციების სტრატეგიის შემუშავებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს საკომუნიკაციო არხების სწორად შერჩევა. ამისათვის საჭიროა კომპანიებმა იცოდნენ თუ რომელი არხებია პოპულარული და ხელსაყრელი ინტერნეტ მომხმარებლებისთვის. ინფორმაციის გაცვლის მიზნით ქართველი მომხმარებლებისა და კომპანიებისთვის ხელსაყრელი და პოპულარული არხების გამოსავლენად ჩატარებული კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ როგორც მომხმარებელთა, ასევე კომპანიების უმრავლესობა ინტერნეტით მიწოდებულ/მიღებულ ინფორმაციას ანიჭებს უპირატესობას, მეორე ადგილზეა ტელევიზია, ხოლო მესამეზე სატელეფონო შეტყობინება.

პოპულარული არხები ინფორმაციის გაცვლის მიზნით ინტერნეტ მარკეტინგი კომპანიებს საშუალებას აძლევს აწარმოოს მომხმარებელთა ინტერაქტიული კომუნიკაცია და ახლოს იყოს მასთან, ხოლო მომხმარებელთან ახლოს ყოფნა დღევანდელ დინამიკურ გარემოში წარმატების მიღწევის წინაპირობაა. ქართული კომპანიების მხრიდან ინტერაქტიულობის დონის განსაზღვრის მიზნით გამოკითხულ ინტერნეტ მომხმარებელთა 66,7% თვლის, რომ ინტერაქტიულობის დონე საშუალოა, 18.5% თვლის, რომ მაღალია, ხოლო 14,8% თვლის რომ დაბალია.

ინტერაქტიულობის დონე ქართული კომპანიების მხრიდან აღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარე, ქართულმა კომპანიებმა უნდა დახვეწონ ინტერაქტიულობა და რეაგირების დონე, უნდა დაუახლოვდნენ მომხმარებლებს, აკონტროლონ მათი რეაქციები და ქცევა. უნდა მიაწოდონ სწორი და ზუსტი ინფორმაცია და ეცადონ მათი სეგმენტის გაფართოებას.

ინტერნეტ მარკეტინგის გამოყენება ქართულ კომპანიებს აძლევს ბაზარზე დაბალი ბარიერებით გასვლის შესაძლებლობას, კონკურენტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას. შეუძლია კომპანიის საიტზე შემომსვლელთა დათვლა, სტატისტიკის წარმოება, მომხმარებლის ქცევის განსაზღვრა, ეფექტური სარეკლამო პოლიტიკის წარმართვა და პროდუქციის ანალიზის გაკეთება.